გარდასულ ამბავთა საინტერესოდ გადმოცემა ყველა ისტორიკოსის მიზანია...
თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ თხრობა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეპოქის გაცოცხლება. თუკი კლასი ძველ ი საბერძნეთის ისტორიას გადის, კლასის დიზაინი, არსებული ლარნაკები, ნახატები და გაჟღერებული მუსიკაც კი ეპოქის შესაბამისი უნდა იყოს! უფრო იოლია, გაიგო ისტორეულ მოვლენებსა და სახელმწიფოებზე უფრო მეტი, თუკი მათში ცხოვრობ?
ისტორიის მრავალშრიან სამყაროში მოგზაურობას იუჯის პატარები მითოლოგიის კითხვით იწყებენ. პირველი და მეორე კლასელებისათვის პედაგოგები ბერძნულ მითებს აცოცხლებენ, ხოლო მესამე კლასიდან მოსწავლეები მოგზაურობას განაგრძობენ ჩინურ, ეგვიპტურ და ქართულ მითებში.
ვკითხულობთ, ვხატავთ, ვქმნით ილუსტრაციებს, ვუყურებთ ანიმაციებს, ვდგამთ სპექტაკლებს მითების მიხედვით და ნელ-ნელა ვუახლოვნებით ნამდვილ ისტორიას.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |