რობოტექნიკა და პროგრამირება

რა არის STEAM?

ჩვენი სკოლის ბავშვებს ძალიან აინტერესებთ რა ხდება მექანიკურად დასაქოქი მანქანის შიგნით, როგორ ანათებს მისი ფარები და რატომ გამოსცემს მუსიკალურ ხმებს? სათამაშოებით თამაში ძალიან სახალისოა, მაგრამ ხანდახან მათი დაშლა, ან აწყობა კიდევ უფრო საინტერესოა!

დაწყებით კლასებში რობოტექნიკის პროგრამა STEAM - კონცეფციით მიმდინარეობს. ეს არის განვითარების ხუთი მიმართულების მოკლე აბრევიატურა:  

S cience – მეცნიერება

T echnology – ტექნოლოგია

E ngineering – ინჟნერია

Art – ხელოვნება

M athematics – მათემატიკა 

რობოტექნიკის გაკვეთილზე ბავშვი ხუთივე მიმართულებით ჰარმონიულად ვითარდება. მოსწავლეები გეგმავენ კონსტრუქციას, ხატავენ დიზაინს, მარტივი მათემატიკური და ინჟინრული გამოთვლებით ეუფლებიან მისი აწყობის ტექნოლოგიას და წყვეტენ სხვადასხვა პრაქტიკულ, თუ ლოგიკურ პრობლემას. 

 

რატომ პროგრამირება?

პროგრამირება და რობოტექნიკის ერთობლივი შესწავლა მოსწავლეს შესაძლბელობას აძლევს თავად დააპროგრამიროს ის რობოტი, ტრანსფორმერი, თუ სხვა მექანიზემი რომელსაც აწყობს. ტექნიკური პროგრამირების, როგორც პროგრამირების ერთ-ერთი სახის შესწავლა სკოლაში მე-7 კლასიდან იწყება, თუმცა საფუძვლის ჩაყრა პირველი კლასიდან არის მნიშვნელოვანი. UG სკოლის პატარები 1-4 კლასებში Code.org-ზე, ხოლო მე-5-6 კლასებში maincraft-ზე მეშაობენ.

 

ჩვენი რობოტექნიკისა და პროგრამირების სკოლის გასაცნობათ ეწვიეთ ბმულს :http://uglimes.ge/

 

დაწყებითი სკოლის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული პლათფორმები: https://code.org/

https://education.minecraft.net/

 

https://www.lego.com/en-us/service/buildinginstructions/search?initialthemesearch=10000-20231




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები