კლასგარეშე აქტივობები

იუჯი სკოლაში კარგად არის გააზრებული არაფორმალური განათლების მნიშვნელობა და ფორმალურ განათლებასთან ერთად მას  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წინასწარ, დამრიგებლებთან შეთანხმებით, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, იგეგმება გასვლითი ღონისძიებები, საგანმანათლებლო ვიზიტები მუზეუმებში.არაფორმალური განათლების ფარგლებში ეწყობა სტუმართან შეხვედრები, წიგნიერების და მეცნიერების კვირეულები,გასვლითი ტურები და ექსკურსიები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

ასეთი დაგეგმილი პროგრამები, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი, მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას კონკრეტულ საგანში, ასევე  ხელს უწყობს ინდივიდუალური გამოცდილების შეძენას და  მათი თვალსაწიერის გაფართოებას.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები