თეატრი იუჯი მოსწავლეების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!
როლური თამაშები ბავშვის ბუნებრივი განვითარების ატრიბუტია. თავად იყვნენ წაკითხული წიგნების მთავარი გმირები, გააცოცხლონ გამოგონილი პერსონაჟები, ფანტაზია გადაიტანონ სცენაზე, რომელიც შეიძლება იყოს პატარა უფლისწულის პლანეტა, ხოლო თავად ბავშვი - ვარდი, მელია, უფლისწული... - რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო საინტერესო?!
წლის განმავლობაში კლასი იუჯი თეატრის მაყურებელს ერთ სპექტაკლს წარუდგენს. თეატრალური ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები ეუფლებიან:
ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც იუჯის თეატრის კულისებსა და სცენაზე სუფევს, ჩვენს პატარებს სამუდამოდ აყვარებს ხელოვნების ამ უძველეს დარგს.
იუჯის მოსწავლეები წლიური აბონემენტების მეშვეობით მუდმივად ესწრებიან (ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით) ქალაქის ყველა საინტერესო სპექტაკლს, სტუმრობენ სხვადასხვა თეატრს, გარკვეულ დროს ატარებენ კულისებში, ამით ეცნობიან თეატრალური ცხოვრებისა და, ზოგადად, თეატრის ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს.
მოსწავლეები ხშირად აწყობენ საქველმოქმედო გასვლით დადგმებს ბავშვთა სახლებსა თუ მოხუცებულთა თავშესაფრებში, მონაწილეობენ თეატრალურ კონკურსებსა და სკოლის მრავლობით არასაკლასო თეატრალურ ღონისძიებებში.
UG თეატრალური დადგმების სანახავად მიჰყევით ბმულს: https://youtu.be/FGb4_qBXfnE
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |