„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ ილია ჭავჭავაძე
მიუსაფარ ცხოველთათვის სახლების შენება, დასუფთავების აქციები და საქველმოქმედო ღონისძიებები, ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობაა.
იუჯი მოსწავლეები ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდილ, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პასუხისმგებლიან და პატრიოტ ადამიანებად უნდა გაიზარდონ.
მოსწავლეები უნდა ზრუნავდნენ საზოგადოებაზე რომელშიც ცხოვრობენ.
სჯეროდეთ შრომაზე დაფუძნებული წარმატების,
სჯეროდეთ სიკეთის ძალის,
იყვნენ დამოუკიდებლები, თავისუფლები, იღებდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ბოლოს-უყვარდეთ ადამიანი, ოჯახი, ქვეყანა და მსოფლიო თავისი დიდი გულით!
UG-სკოლაში სწავლება დაფუძნებულია ერთმანეთის განსხვავებულობის მიღების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების პრინციპებზე.
სკოლაში და კლასში გამეფებული ატმოსფერო ძალზედ მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლებისადმი მიძღვნილი გაკვეთილების ჩასატარებლად, რადგანაც დემოკრატიის ძირითადი პრინციპია ის, რომ ყოველი ადამიანი პატივისცემის ღირსია და აუცილებელია მისი აზრის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ,UG-სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლებისას შექმნილია ისეთი გარემო, რომ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია თავისუფლად და უშიშრად გამოთქვას საკუთარი აზრი და ამასთან მზად არის სხვისი მოსაზრებების მოსასმენად და ანგარიშგასაწევად.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, გვჯერა, რომ ისინი კარგ ადამიანებად გაიზრდებიან!
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |