ქართული ენა და წიგნიერება

ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე განათლების რეფორმის საფუძველზე მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმოდგენა სასკოლო განათლების შესახებ, აქტუალური გახდა ბავშვზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო მიზნების, მეთოდების, სტრატეგიებისა და რესურსების მაქსიმალურ მორგებას ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე.

ამიტომაც, სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,  წიგნიერების დონის ამაღლებაა. სკოლას წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს და აქტიურად ატარებს სხვადასხვა კვირეულს, რომელიც ემსახურება წიგნის პოპულარიზაციას,  კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის შეყვარება, საკომუნიკაციო უნარების, აკადემიური უნარების, სასიცოცხლო უნარების და  აგრეთვე საბავშვო მწერლების  ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

იუჯი სკოლის, დაწყებითი კლასების დეპარტამენტი, სასწავლო წლის დასაწყისში აქტიურად იწყებს მზადებას სხვადასხვა კვირეულისთვის. ამ დროს, პედაგოგები და მოსწავლეები, ყველა საგანსა და მიმართულებაში ერთდროულად ერთვებიან ამ კვირეულში და ხდება საგნების ინტეგრირება.  კვირეულების ფარგლებში მთელი სასკოლო საზოგადოება მრავალფეროვან აქტივობებში ერთვება;

  • ამზადებენ  ხელნაკეთ თოჯინებს
  • ქმნიან ჩრდილების თეატრს
  • საკუთარი ხელით ქმნიან მინიატურულ წიგნებს
  • ილუსტრაციებით მოსწავლეები  საყვარელ წიგნის პერსონაჟებს და ამბებს აცოცხლებენ
  • თარგმნიან და წარადგინენ ახალი წიგნებს,
  • მართავენ დიასკუსიებს მოწვეულ ცნობილ ადამიანებთან
  • მაღალი კლასის მოსწავლეები უკითხავენ თავიან სავარელ წიგნიდან ეპიზოდს
  • ატარებენ ლიტერატურულ  ვიქტორინებს
  • ჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და საბავშვო მწერლების  წიგნებით.

 

სკოლა მუშაობს საგნობრივი უნარებზე მუშაობას.  საგნობრივ უნარებზე მუშაობა გულისხმობს საკომუნიკაციო, აკადემიურ, ენობრივ და სასიცოცხლო (გამჭოლ) უნარებზე ინტეგრირებულად მუშაობას. 

     იუჯი სკოლის,  დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტს აქვს შემდეგი მიზნები:

     • კითხვისადმი ძლიერი ინტერესის აღძვრა მოსწავლეებში, რომელიც მათ მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

     • ბავშვებისათვის ენების შესწავლისადმი ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის ჩანერგვა.

     • მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ გამოიყენონ ენა აზროვნების, კრეატიულობის, თვითგამორკვევის, სწავლის, გამოხატვის, ანალიზისა და სოციალური ჩართულობისათვის.

     • მოსწავლეებში მოსმენის, საუბრის, კითხვის, წერითი, ვიზუალური აღქმისა და საპრეზენტაციო უნარების განვითარება

     • ლიტერატურული და კლასგარეშე საკითხავის შესწავლისა და ანალიზისათვის კრიტიკული, კრეატიული და ინდივიდუალური მიდგომის განვითარების ხელშეწყობა.

     • გააზრებული პატივისცემის ჩანერგვა მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობების მიმართ.

და ბოლოს,   მიზნის დასახვისას იუჯი სკოლა ითვალისწინებს  რომ: 

მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება.

   

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები