ინგლისური ენა და ლიტერატურა
ჩვენი ახალი, ინგლისური როგორც მეორე ენის სასწავლო პროგრამა საშუალებას აძლევს ყველაზე ახალგაზრდა მოსწავლეებსაც კი კომუნიკაცია დამაჯერებლად და ეფექტურად წარმართონ. პროგრამა ავითარებს უნარებს, რომლებიც საჭიროა მთელი რიგი ინფორმაციის, მედიისა და ტექსტების სწორი აღქმისა და რეაგირებისთვის. პროგრამა ავითარებს აზროვნების და ინტელექტუალური ჩართულობის უნარს.
ეს საგანი არის მათთვის, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის, ამიტომ ამ კურსის დაწყებამდე ინგლისურის ცოდნა არ არის სავალდებულო. სასწავლო გეგმა ეფუძნება ევროპის საბჭოსმიერ მიღებულ ენების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR), რომელიც გამოიყენება მთელს მსოფლიოში ინგლისური ენის კომპეტენციის დასადგენად.
რას ისწავლიან მოსწავლეები?
სასწავლო პროგრამა აღვივებს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას სხვა ენებისა და კულტურების მიმართ, ავითარებს საკომუნიკაციო უნარებს ამ ენაზე, რაც ზრდის მოსწავლეთა თვითრწმენას. ეს კი თავის მხრივ ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას მეტი წაიკითხონ და განივითარონ ენობრივი უნარები.
როგორ ისწავლება პროგრამა?
პროგრამა ინგლისურ ენაზე ეფექტური საკომუნიკაციო უნარების განვითარების დაგეგმვისა და სწავლების ინტეგრირებულ მიდგომას გულისხმობს. ხუთი მიმართულება და მათი შესაბამისი სასწავლო მიზნები ცოდნის დაგროვებას, უნარებისა და გაგების განვითარებას უზრუნველყოფს:
ლიტერატურა (კითხვა)
Bug Club (Pearson) არის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი მოსწავლეები გახდნენ თავდაჯერებული და მოტივირებული მკითხველები. იგი აერთიანებს 500 – ზე მეტ შესაბამის დონეებად დალაგებულ წიგნს შესაბამისი ინტერაქტიული ელექტრონული წიგნებით. წიგნები ცალკეული მოსწავლეებისთვის მათსავე პირად პორტალზე თავსდება დამოუკიდებელი კითხვისთვის.
რესურსები: ლიტერატურისა და პოეზიის მრავალფეროვანი არჩევანი უზრუნველყოფს მოსწავლის კითხვით აქტივობაში ჩართულობას და კითხვის სიყვარულის განვითარებას. საკითხავი ლიტერატურა დონეების მიხედვითაა შერჩეული, რაც მოსწავლეს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას უადვილებს.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |