ხელოვნების გაკვეთილზე ყველა ნივთი შეიძლება სასარგებლო იყოს: ძველი და დახეული ტანსაცმელი, გაზეთები, თუ ბოთლები! ბავშვები სწავლობენ, რომ შემოქმედებას აუცილებლად ფანქარი და ფურცელი არ სჭირდება, ხოლო სილამაზის შესაქმნელად მთავარია ფანტაზიის მოშველიება და ბევრი წესის დარღვევა! ხელოვნების გაკვეთილის დასრულებისას ხელები და მერხები აუცილებლად საღებავებით უნდა იყოს დათხვრილი, ხოლო ძირს ათასი დაჭრილი ხარა-ხურა უნდა ეყაროს!
სკოლის მიზანია მოსწავლის მოტორული უნარებისა და შემოქმედებითობის განსავითარებლად მას ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი შესთავაზოს.
მოსწავლეები სწავლობენ გრაფიკას, თიხაზე ძერწვასა, აპლიკაციის შექმნას.
ეუფლებიან დეკუპაჟისა და მინაზე ხატვის ტექნიკას.
ქმნიან გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა თემატურ ნამუშევრებს.
მოსწავლეები მონაწილეობენ სასკოლო გამოფენებში, პროექტებსა და black light შოუში.
Black light შოუს სანახავად ეწვიეთ ლინკს: https://youtu.be/mk6V4ze_Anw
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |